დამოუკიდებლობის დღე: აქცია-პერფორმანსი ჰააგაში
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჰააგაში! - ემიგრანტები 26 მაისს იკრიბებიან და დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.
ემიგრანტები საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბებიან.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჰააგაში 🇬🇪 ! მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საელჩომ გააუქმა ამ დღესთან დაკავშირებული ოფიციალური მიღება, გადავწყვიტეთ ჩვენი ძალებით დავაორგანიზოთ და აღვნიშნოთ 26 მაისი!
აქცია-პერფორმანსზე ქართველები და საქართველოს მხარდამჭერები გამოვლენ სიტყვით, წარმოადგენენ ქართულ კულტურას ტრადიციული ცეკვით და მუსიკით , ასევე გაუგზავნიან თავიანთ გზავნილებს და სურვილებს საქართველოს.
🇪🇺 1918 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ევროპული ღირებულებები ქართული ნარატივის განუყოფელი ნაწილი კიდევ უფრო აქტიურად გახდა. ქვეყნის პირველი კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესიული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა.
ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ხმის ამაღლება და ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რადგან მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ჩვენს გზას ინტეგრაციისკენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობთ:
არა - რუსულ კანონს,
არა - რუსულ რეჟიმს,
კი - საქართველოს ევროკავშირის მომავალს!
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს" - წერია განცხადებაში.