კობახიძის ბურუსით მოცული ვიზიტი ირანში - შეასრულა თუ არა პრემიერმა ივანიშვილის დავალება?

23.05.24 20:27
კობახიძის ბურუსით მოცული ვიზიტი ირანში - შეასრულა თუ არა პრემიერმა ივანიშვილის დავალება?

 

ირაკლი კობახიძის ბურუსით მოცული ვიზიტი ირანში. შეასრულა თუ არა პრემიერმა ივანიშვილის დავალება და სცადა თუ არა თეირანში ჩასვლით დასავლეთისთვის ნიშნის მოგება? ფაქტობრივი გარემოებები ისე დალაგდა, რომ ბევრი კითხვა გააჩნია. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ქვეყნის პრემიერმა ირანის პირველი პირის დაკრძალვაზე ჩასვლა პუტინის რეჟიმის მაღალჩინოსნებთან შესახვედრად გამოიყენა. თეირანში  დემოკრატიული სამყაროდან არავინ იმყოფებოდა. სამაგიეროდ  იქ იყვნენ პუტინის რეჟიმის მაღალჩინოსნები

გაშიფრულია რადარის ჩანაწერები, რითაც ირკვევა, რომ  რუსეთის დუმის თავმჯდომარე  დილით ჩადის და  თეირანს საღამოს ტოვებს. მისი თვითმფრინავი ირაკლი კობახიძის ჩასვლის შემდეგ ფრინდება. ეს  შესაძლოა ყოფილიყო  დამთხვევა რომ არა ერთი დეტალი. ფოტო, სადაც კობახიძე რუსეთის სამთავრობო თვიმფრინავის ფონზე ჩანს, ჯერ მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა, შემდეგ კი თავად წაშალეს. არის კიდევ  ერთი. რუსეთის სათათბიროს სპიკერმა სამგლოვიარო პროცესია კობახიძის მისვლამდე დატოვა. ჩნდება კითხვა ვის ელოდებოდა  ვოლოდინი აეროპორტში და რატო არ მიფრინავდა რუსეთში.

რატომ ჩავიდა კობახიძე ირანში? - დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილს რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები