"ოცნების" იერიში ვენეციის კომისიაზე და ვეტოს დაძლევამდე ბოლო გაფრთხილებები პარტნიორებისგან

23.05.24 20:30
"ოცნების" იერიში ვენეციის კომისიაზე და ვეტოს დაძლევამდე ბოლო გაფრთხილებები პარტნიორებისგან

 

ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე პარტნიორები ბოლო რესურსს იყენებენ, რომ "ოცნება" ევროპულ გზაზე როგორმე დააბრუნონ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ივანიშვილის გუნდს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გაიზიაროს ვენეციის კომისიის დასკვნა და  გააუქმოს კანონი.  თუმცა ვერაფერი გაიგეს. საერთაშორისო ექსპერტების დისკრედიტაცია ორი დღეა უწყვეტად გრძელდება. ივანიშვილის დეპუტატები საერთაშორისო სამართლის იმ ექსპერტთა ჯგუფს უწუნებენ კომპეტენციას, რომლის შემადგენლობაშიც იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანიც არის.  

მართალია ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს,  მაგრამ ახლა ყველაფერი იმ 84 დეპუტატზეა დამოკიდებული, რომელიც პარალამენტშია. თუ 28 მაისს ყველა მწვანე ღილაკს თითს დააჭერს და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, ამით პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობას ოფიციალურად გააფორმებენ. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის გარუსების გამო მათზე იქნება, რაც შეუმჩნეველი დასავლეთს ცხადია არ დარჩება და დიდი ალბათობით საჭირო ზომებს აამოქმედებს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები