ლევან ხაბეიშვილი 23 დღის შემდეგ პროკურატურამ დაზარალებულად სცნო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი სასტიკი ანგარიშსწორებიდან 23 დღის შემდეგ პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.
ენმ-ის ინფორმაციით, 23 დღის შემდეგ პროკურატურა იძულებული გახდა პარტიის თავმჯდომარეს დაზარალებულის სტატუსი მისცეს და ამის შესახებ შესაბამისი დადგენილების გამოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა.
ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარეს, ლევან ხაბეიშვილს, ხარება (ზვიად ხარაზიშვილი) და მისი დაჯგუფება ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ," - წერია ენმ-ის განცხადებაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე 1 მაისს სასტიკად სცემეს - ენმ-ს ლიდერს სახის არეში მძიმე დაზიანებები ეტყობა.