სკანდალი პრემიერის კარზე - ილია შამუგია დეკლარაციაში ინფორმაციის დამალვაშია მხილებული
სკანდალი პრემიერის კარზე. რუსული წარსულით და კავშირებით ცნობილი კობახიძის მარჯვენა ხელი საკუთარ დეკლარაციაში ინფორმაციის დამალვაშია მხილებული. ილია შამუგია, რომელიც პრემიერის მილიონერი აჩრდილია, ვერ ასაბუთებს იმ თანხებს, რომლითაც თბილისის ელიტურ უბანში ძვირადღირებული სახლი ნახევარ ფასად შეიძინა.
შამუგიას რუსული წარსულიც საგულდაგულოდ არის დამალული. კობახიძის ადმინიტრაციის უფროსის მოადგილის მოსკოვურ კავშირებზე და მისი ოჯახის ნავთობის ბიზნესზე შაბათის გუნდმა ვრცელი რეპორტაჟი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოამზადა. ფაქტია, რომ ილია შამუგია კობახიძის ნდობით აღჭურვილი და უახლოესი გარემოცვის წევრია. თითქმის ყველა შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერი უცხოელებთან მართავს შამუგია მის გვერდით იმყოფება.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.