ოლიგარქის რეჟიმმა რღვევა დაიწყო - გაასწრო თუ არა ამერიკულ სანქციებს ირაკლი შოთაძემ?
გაასწრო თუ არა ამერიკულ სანქციებს ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა? ირაკლი შოთაძე ივანიშვილის ხელისუფლებაში ერთადერთი მაღალჩინოსანი იყო, ვინც შტატებთან ურთიერთობის გაფუჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მან ყველაზე კარგად იცოდა, რომ ყველა, ვინც ოლიგარქს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება სანქცირების კანდიდატია. შოთაძემ გაასწრო და ამ ნაბიჯით რეპუტაციის გადარჩენა სცადა, ოლიგარქის რეჟიმმა კი რღვევა დაიწყო.
გენერალურმა პროკურორმა ივანიშვილის ხელისუფლება ვადაზე ადრე დატოვა. შოთაძე, რომელიც დიდი ინფორმაციის მატარებელია, თანამდებობიდან საეჭვო მიზიზით მიდის და ყველაფერს ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებს. ჩვენი ინფორმაციით კი შოთაძეს ოცნებასთან ბევრი წინააღმდეგობა დაუგროვდა, მათ შორისაა ის უკანონო სისხლის სამართლის საქმეებიც, რითაც ოცნება რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებს სჯის.
ვინ იქნება ახალი გენერალური პროკურორი? რა ვერსიები განიხილება კულუარებში? - დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.