ამ მთავრობიდან არცერთ არ ჰქონდა ურთიერთობა ირანის ხელისუფლებასთან, რომ გაფრენილიყო და კუბოზე ერტყა თავი - პეტრიაშვილი

23.05.24 22:06
ამ მთავრობიდან არცერთ არ ჰქონდა ურთიერთობა ირანის ხელისუფლებასთან, რომ გაფრენილიყო და კუბოზე ერტყა თავი - პეტრიაშვილი

"არცერთ არ ჰქონდა ამ მთავრობიდან ურთიერთობა ირანის ხელისუფლებასთან, რომ ასე ჯერ საელჩოში მისულიყო, მერე გაფრენილიყო და კუბოზე ერტყა თავი. ეს არ არის შემთხვევითი რეალურად, ეს არის მთლიანად ამ ხაზის დემონსტრირება," - ამის შესახებ ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი "რეაქციაში" საუბრობს.

პეტრიაშვილის თქმით, კობახიძის ირანში ვიზიტმა პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ სად დგას საქართველოს მთავრობა საგარეო კურსით.

„კიდევ უფრო მეტი დეტალები გახდება ცნობილი აშშ-ის ქვედა და ზედა პალატების მიერ „მეგობარი აქტის“, ასევე ქართველი ხალხის აქტით,“ - ამბობს პეტრიაშვილი და დარწმუნებულია, რომ უფრო მეტი რამ გამოაშკარავდება და დიდი პრობლემები შეექმნება ხელისუფლებას "ოცნება ზანზარებს".


რამდენიმე სიტყვიანი ანეგდოტი გამოდის სხვა ვითარება რომ იყოს ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანას როდესაც ეხება და უმრავლესობიდან ხდება ასეთი განცხადების გაკეთება სახელმწიფო მდივნის მიმართ, ყველაფერს ერთობლიობაში თუ შევხედავთ, გუშინდელი ვიზიტი კობახიძის სრულიად შემთხვევითი არ იყო. არცერთ არ ჰქონდა ამ მთავრობიდან ურთიერთობა ირანის ხელისუფლებასთან, რომ ასე ჯერ საელჩოში მისულიყო, მერე გაფრენილიყო და კუბოზე ერტყა თავი. ეს არ არის შემთხვევითი რეალურად, ეს არის მთლიანად ამ ხაზის დემონსტრირება.
დიდი ხანია აშშ და ევროპელი პარტნიორები საუბრობენ, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის ღერძის თაობაზე ამ ღერძს მიყვება და მიეწებება. ეს არის ძალიან ღია, საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლის," - ამბობს პეტრიაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები