ბარამიძე: არიან ვიღაცები, ვინც გვიკიჟინებენ გლობალური ომის პარტიაზე და შვილები ამერიკის, გერმანიის მოქალაქეები არიან

23.05.24 22:16
ბარამიძე: არიან ვიღაცები, ვინც გვიკიჟინებენ გლობალური ომის პარტიაზე და შვილები ამერიკის, გერმანიის მოქალაქეები არიან

„ასე არ არის, ზესტაფონში წავალ, არ წავალ - არიან ვიღაცები, ვინც გვიკიჟინებენ გლობალური ომის პარტიაზე და შვილები ამერიკის, გერმანიის მოქალაქეები არიან და როგორ იქნება ახლა მიმოსვლის საკითხები?“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი, სანდრო ბარამიძე აკეთებს.

სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ქვეყანა „ოცნების“ პოლიტიკის და საგარეო კურსის ცვლილების გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. 

უკან დასახევი გზა არ მაქვს და ასე ფიქრობს უამრავი ადამიანი ამ ქვეყანაში. ერთი ვნახოთ, როგორ დაგვიჭერენ, სანქციები მოდის და ეს სანქციები მარტო იმით კი არ შემოიფარგლება, რომ ვიღაც ზესტაფონის იქით ვერ წავა და ეს მისთვის ტრაგედია არ არის. ამათო პოლიტიკის შედეგად ქართული ეკონომიკა შეიძლება ჩამოიშალოს. თუკი რაღაცით ედგა ამ ქვეყანას სული, ეს იყო, რომ უცხოური ვალუტა ტრიალებდა, მათ შორის გადმორიცხვები - საბანკო გადარიცხვები სანქციების შედეგად უფრო გართულდება, ვისი პასუხისგებლობა იქნება?,“ - ამბობს ბარამიძე.
 

მსგავსი სიახლეები