მთივლიშვილი: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ არ ვრეგისტრირდებით რეესტრში, ბოლომდე გავწევთ წინააღმდეგობას
„ონლაინმედიას მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, არ ვრეგისტრირდებით რეესტრში, არ ვემორჩილებით კანონს, ბოლომდე გავწევთ წინააღმდეგობას,“ - ამ განცხადებას მთის ამბების რედაქტორი, გელა მთივლიშვილი აკეთებს.
„რეაქციაში“ გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ ონლაინ მედია რეესტრში არ დარეგისტრირდება.
მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ეჭვი არ მეპარება, რომ ვეტოს დაძლევენ, ჩვენ არ ვრეგისტრირდებით რეესტრში, არ ვემორჩილებით კანონს, ბოლომდე გავწევთ წინააღმდეგობას, ვიდრე ამას შევძლებთ და მხნედ და იმედიანად ვარ, რომ ჩვენ ამ ომს მოვიგებთ,“ - ამბობს მთივლიშვილი.
რაც შეეხება "ოცნების" პროპაგანდას ე.წ. გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებით, მთივლიშვილის თქმით, იმ მოქალაქეების ნაწილსაც არ სჯერა ამ ნარატივის, რასაც მმართველი პარტია ავრცელებს და არც იმას დაიჯერებს, რაც კობახიძემ დღეს ერთ-ერთ ევროკომისარს დააბრალა, რომ თითქოს მას დაემუქრა.
მტერია ყველა ის გადაწყვეტილების მიმღები პირი, ვინც ახლა საქართველოს ევროპულ მომავალს ართმევს და აბამს რუსეთს," - ამბობს მთივლიშვილი.