90-იანებზე უარესი ვითარება შეიძლება დადგეს - თაზო კუპრეიშვილი

23.05.24 22:45
90-იანებზე უარესი ვითარება შეიძლება დადგეს - თაზო კუპრეიშვილი

„ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ. ეს არ არის მხოლოდ მედიების ყოფნა/არ ყოფნის საკითხი, იმიტომ, რომ საერთოდ სხვა მნიშვნელობა შეიძინა,“ - ამ განცხადებას ნეტგაზეთის რედაქტორი, თაზო კუპრეიშვილი თაზო კუპრეიშვილი აკეთებს.

კუპრეიშვილი „რეაქციაში“ რუსულ კანონზე საუბრობს და ამბობს, რომ „მართლა არაფერი არ იქნება“ თუ ამ პაკეტს „ოცნება“ დაამტკიცებს.

აპოკალიფსზე უარესი წარმოსადგენია ჩემთვის, იმიტომ, რომ 90-იანებზე უარესი ვითარება შეიძლება დადგეს, იმიტომ, რომ რაღაც არხები ამ 90-იანებში გახსნილი იყო, რომ რაღაცები შემოდიოდა, რაღაცნაირად სინათლის წერტილი მოჩანდა, ახლა ეს თუ ჩაიკეტა და ახდა ის რეალობა, რაც ამ პროექტებშია, წარმოუდგენელია,“ - ამბობს კუპრეიშვილი . 

მსგავსი სიახლეები