პარლამენტში დღეს შს მინისტრს მოუსმენენ

18.07.21 10:07
პარლამენტში დღეს შს მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.რიგგარეშე სესია 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

გომელაური 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს და  დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხს.

გომელაურს პარლამენტის შესასვლელთან ჟურნალისტები დახვდებიან.