რუსული კანონის ამოქმედება აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ზეგავლენას აუციებლად იქონიებს - მილერი
რუსული კანონის ამოქმედება, კონკრეტულად კი, ვეტოს დაძლევა, აშშ- საქართველოს ურთიერთობებზე ზეგავლენას აუცილებლად მოახდენს, - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში მეთიუ მილერმა განაცხადა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი პირდაპირ ამბობს, რომ კანონი, რომლის მიღებაც საქართველოს ხელისუფლებას სურს, რუსულია და ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
"ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომელსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ...
სწორედ ამიტომ, როდესაც ვხედავთ ამის მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, როცა ვხედავთ, რომ იღებენ კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს, ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაშფოთებს", - ამბობს მილერი "ამერიკის ხმასთან".
ამასთან, მილერი ხახზ უსვამს, რომ ამ კანონის ამოქმედება და ვეტოს დაძლევა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ზეგავლენას აუცილებლად მოახდენს.