ვწუხვარ ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა - ჯონ ბასი სანქციებზე

24.05.24 10:24
ვწუხვარ ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა - ჯონ ბასი სანქციებზე

სავიზო შეზღუდვები რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს და ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა საქართველოსთან - ამერიკის სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებას, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი ეხმაურება.

"დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი", - წერს ბასი.

მსგავსი სიახლეები