ეს განცხადება მიანიშნებს ჩვენს ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ - კიტინგი სანქციებზე
სავიზო შეზღუდვებს რუსული კანონის პასუხისმგებელ პირებზე და ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას საქართველოსთან კონგრესმენი ბილ კიტინგი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვებსა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაზე, მიანიშნებს ჩვენ ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ეძებს ევროპულ მომავალს". - წერს კიტინგი.