"საქართველოში საღად მაოზროვნე პოლიტიკოსები გამოჩნდნენ" - ცეკოვი კალაძეს აქებს

24.05.24 10:30
"საქართველოში საღად მაოზროვნე პოლიტიკოსები გამოჩნდნენ" - ცეკოვი კალაძეს აქებს

რუსი სენატორი ოკუპირებული ყირიმიდან, სერგეი ცეკოვი "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს აქებს და ამბობს, რომ როგორც იქნა, საქართველოში საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები გამოჩნდნენ. ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის წევრი ყირიმიდან კახა კალაძის იმ განაცხადებამ აღაფრთოვანა, სადაც ის დასავლეთს ესხმის თავს და ეუბნება, რომ "საქართველოს თავი დაანებონ". 

"ძალიან გონივრული, სწორი განცხადებაა. კარგია, რომ საქართველოში საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები გამოჩნდნენ. აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულებაა იმ მოვლენებისადმი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის დამოკიდებულების მიმართ. ეს საქართველოს ნამდვილი პატრიოტისა და რეალისტი პოლიტიკოსის განცხადებაა. კალაძეს გამორჩეულად პროქართული პოზიცია აქვს, როგორც ორბანს პროუნგრული, ფიცოს - პროსლოვაკური, ერდოღანს - პროთურქული. ისინი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც შეერთებული შტატების მითითებით არ მოქმედებენ. ვფიქრობ, უკრაინის მაგალითმა უნდა დაასრულოს ბევრი ქვეყანა, რომ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესების ერთგულნი უნდა იყვნენ", - ამბობს ცეკოვი. 

მსგავსი სიახლეები