ერთ სანქციებს როგორმე ავიტანთ - ზავრადაშვილი
"ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ, დამშვიდდით" - ასეთი იყო ირმა ზავრადაშვილის პირველი კლომენტარი შტატების მიერ სანქციების დაწესებასა და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვაზე.
"ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ სანქციების შემდეგ მისთვის არაფერი იცვლება.
ჩემთვის არაფერი იცვლება. საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის გამთლიანებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხალი თავს სწირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ. საკითხავია, სანქციები ვის დაეწესება და როგორ დაეწესება. კარგად წაიკითხეთ განცხადება ჯერ და მერე მელაპარაკეთ. ჯერ დააწესონ საქნციები და მერე ვილაპარაკოთ. დამშვიდდით", - ამბობს ზავრადაშვილი