ანა ნაცვლიშვილი: "კობახიძე რუსი პროპაგანდისტია, რომელსაც, ამავე დროს, ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო დახმარება"
"კობახიძე რუსი პროპაგანდისტია, რომელსაც, ამავე დროს, ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო დახმარება"
- ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა.
ნაცვლიშვილის თქმით, კობახიძე აჟღერებს იმ გზვნილებს, რაც რუსულ სადეზინფორმაციო მანქანაში იხარშება, რადგან , ოპოზიციონერის განცხადებით, ის რუსი პროპაგანდისტია.
ეს განცხადება ნამდვილად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კობახიძეს სჭირდება სამედიცინო დახმარება, მაგრამ ამასთან ერთად , ის ყველა ინფორმაციას ხარშავს რუსულ სადეზინფორმაციო მანქანაში და აჟღერებს იმ ტიპის გზავნილებს, რომელიც არის რუსი პროპაგანდისტების ჟანრში. ამიტომ, ეს ადამიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ არის და ვერ არის. ის არის რუსი პროპაგანდისტი, რომელსაც ამავე დროს ესაჭიროება ძალიან სერიოზული სამედიცინო დახმარება", - ამბობს ნაცვლიშვილი.
მთავრობის მეთაური ამტკიცებს, ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა:
„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - წერს კობახიძე საგანგებო განცხადებაში.