ეს პასუხი მექნება - არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე

24.05.24 12:04
ეს პასუხი მექნება - არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა - ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე

 

 

"მეც ეს პასუხი მექნება - რომ არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა," - ასე ეხმაურება ენტონი ბლინკების განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომ “აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს”, ხუნდაძე იმეორებს, რომ პარლამენტი მაინც დაამტკიცებს ამ კანონს და ვეტოს დაძლევენ.

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში, რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მე არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა, სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლეიერება, თუ ვიზები და ავია ბილეთები, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ და პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია არსებობს და მეც ეს პასუხი მექნება - რომ არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა", - ამბობს ხუნდაძე.

შეგახსნებთ, რომ საქართველოდან გაქცეულ საჯარო მოხელეების სიას  დიმიტრი ხუნდაძის სიძე დაემატა. დასავლეთის მაგინებელი დეპუტატის ოჯახის წევრი შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით, უვიზოდ შევიდა.

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მსგავსი სიახლეები