განსაკუთრებული მობილიზება პარლამენტთან - საკანონმდებლო ორგანოს პოლიცია იცავს

18.07.21 11:12
განსაკუთრებული მობილიზება პარლამენტთან - საკანონმდებლო ორგანოს პოლიცია იცავს

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. პარლამენტის ყველა შესასვლელს ცოცხალი კორდონი აკონტროლებს. საპოლიციო ძალები მობილიზებულია ასევე პარლამენტის ეზოში და სახელმწიფო დაცვის სამსახურის პერიმეტრზე და მთვარობის ადმინისტრაციასთან.

ვახტანგ გომელაურს პარლამენტში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილების ფონზე მოუწევს. 12:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება, სადაც შს მინისტრს მოუსმენენ.