"დემოკრატიის სამწუხარო ცვლილება საქართველოში" - ესტონეთის საგარეო მინისტრი ბორელს ესაუბრა
საქართველოში დემოკრატიის ცვლილებაზე ისაუბრეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
როგორც სოციალურ ქსელში ცაჰკნა წერს, სატელეფონო საუბრის თემა ესტონეთის საზღვართან მომხდარი ინციდენტის გარდა შეეხო საქართველოსაც.
ჩვენ განვიხილეთ ბოლოდროინდელი ინციდენტი ჩვენს საზღვარზე, მდინარე #ნარვაზე, ისევე როგორც დემოკრატიის სამწუხარო ცვლილებაზე #საქართველოშi," - წერს ცაჰკნა.
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში უკანასკნელი მოკავშირე დაკარგა - ევროკომისარი ვარჰეი კობახიძეს ამხელს.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ ირაკლი კობახიძეს მათი სატელეფონო საუბრის დამახინჯებაში ადანაშაულებს.
აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.