იან კელი ღარიბაშვილს ტყუილში ამხელს

18.07.21 11:19
იან კელი ღარიბაშვილს ტყუილში ამხელს

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და მას ტყუილში ამხელს. საქმე ეხება ღარიბაშვილის განცხადებას, როდესაც თქვა,რომ  ამერიკისგან და ევროპისგან კრიტიკა არ მოუსმენია წინა ხელისუფლების დროინდელ სასამართლო სისტემაზე. 

კელი ღარიბაშვილს Twitter-ზე პასუხობს და წერს, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება ტყუილია.

ეს არ არის სიმართლე. შეხედეთ ადამიანის უფლებების მოხსენებას - იქ ყოველთვის იყო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის დროინდელ სასამართლოზე. გაითვალისწინეთ 2011 წელი - "ტყუილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები", "პატიმრების სასტიკი მოპყრობა ოფიციალური პირების მიერ", "სასამართლო ხელისუფლებამ განაგრძო ქმედება მმართველი პარტიის სასარგებლოდ". ეს მაგალითების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც სააკაშვილის სასამართლო სისტემის კრიტიკას ეხებოდა. ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ისეთი ლიდერის საშიშროება, რომელიც იგონებს საკუთარ ფაქტებს და გაურბის სიმართლეს", - წერს იან კელი.