დღეს ძალიან ბევრ პოლიციელს სრცხვენია, რომ ემსახურება გომელურ-ივანიშვილს, ეს ადამიანები უნდა ვიხსნათ ტყვეობიდან - ნიკა მელია

24.05.24 13:38
დღეს ძალიან ბევრ პოლიციელს სრცხვენია, რომ ემსახურება გომელურ-ივანიშვილს, ეს ადამიანები უნდა ვიხსნათ ტყვეობიდან - ნიკა მელია

დღეს ძალიან ბევრ პოლიციელს სრცხვენია, რომ ემსახურება გომელურ-ივანიშვილს, ეს ადამიანები უნდა ვიხსნათ ტყვეობიდან, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა მელია საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, დღავენდელი მსვლელობის მიზანია, პოლიციამ გააცნობიეროს, რომ ისინი არა ივანიშვილის ხელისუფლებასთან, არამედ სამართლიანობისა და კეთილსინდისიერებასტან უნდა ასოცირდებოდნენ. 

19:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან მივალთ იქ, სადაც არის ბოროტების გენერატორი და გენერაცია ხდება ბოროტული იდეების და ადრე თუ გვიან, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიციელმა დაიჯეროს, რომ ამ ქვეყანაში მომავალში პოლიციელი უნდა ასოცირდებოდეს სიმართლესთან, კეთილსინდისიერებასთან და არცერთ ოჯახის წევრს არ უნდა სრხვენოდეს, პირველ რიგში, არცერთ პოლიციელს არ უნდა სრცხვენოდეს თქვას, რომ ის არის ამ ქვეყნის პოლიციელი. დღეს ძალიან ბევრ პოლიციელს სრცხვენია, რომ ემსახურება გომელურ-ივანიშვილს. პირველ რიგში, ეს ადამიანები არიან ამ ტყვეობიდან დასახსნელი, - ამბობს ნიკა მელია.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტები ისევ ქუჩაში გადიან. დღეს საკუთარი შვილების თაობის დარბევაში მხილებულ ყველა პიროვნებას სარკეში ჩახედვა მოუწევს. მოქალაქეების მიზანია, რეჟიმის წარმომადგენლებს უჩვენონ, როგორ გამოიყუირებიან მაშინ, როცა ევროპული მომავლის მცველებს რუსული მეთოდებით უსწორდებიან, ქუჩა ქუჩა დევნიან, ცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. 

შეკრება დღეს 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზეა დაანონსებული, რის შემდეგ აქციის მონაწილეები მსვლელობით შსს-თან გადაინაცვლებენ. 

მსგავსი სიახლეები