"ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს სხდომიდან გავა ბოიკოტში - ლილე ლიპარტელიანი

24.05.24 14:05
"ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს სხდომიდან გავა ბოიკოტში - ლილე ლიპარტელიანი

"ლელოს" და "გირჩი -მეტი თვისუფლების" მსგავსად თბილისის საკრებულო სხდომებს აღარც ენმ დაესწრება. ამის შესახებ ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ საყოველტა ტერორის ფონზე "ოცნებამ" თანამშრომლობისთვის სივრცე აღარ დატოვა.  

რუსული „ოცნება“ ღიად არის ჩართული ღალატის ქრონიკაში. მართალია, საკრებულოს წევრები ფიზიკურად არ მონაწილეობენ თითის დაჭერით ამ რუსული კანონის მიღებაში, თუმცა არ ემიჯნებიან მათ თანამებრძოლებს და თანაპარტიელებს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობაც“ დღეს სხდომიდან გავა ბოიკოტში. ადამიანები, რომლებიც თავს გვესხმიან, ფიზიკურად გვისწორდებიან, მორალური ტერორის ქვეშ ამყოფებენ ჩვენს შვილებს, ჩვენს ხანდაზმულ მშობლებს, არ ტოვებენ სივრცეში თანამშრომლობისთვის, - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.  

მსგავსი სიახლეები