7 ოპოზიციური პარტია "ოცნებას": ჩამოშორდით რუსულ რეჟიმს - ვეცდებით, განგარიდოთ სანქციების შედეგებს

24.05.24 14:18
7 ოპოზიციური პარტია "ოცნებას": ჩამოშორდით რუსულ რეჟიმს - ვეცდებით, განგარიდოთ სანქციების შედეგებს

"გადმოდით სიმართლის მხარეს" - 7 ოპოზიციური პარტია მიმართვას ავრცელებს. პარტიები აცხადებენ, რომ თუკი ის პირები, "რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში", ჩამოშორდებიან რუსულ რეჟიმს, პარტიები ხელს შეუწყობენ მათ განრიდებას სანქციების შედეგებისგან.

ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში.

  • აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს.
  • გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში.
  • იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან.
  • გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში მზად ვართ ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან.

საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს! კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!" - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • გირჩი - მეტი თავისუფლება
  • დროა
  • ლელო საქართველოსთვის
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ახალი
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  •  რესპუბლიკური პარტია

 

მსგავსი სიახლეები