ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე 27 მაისს იმსჯელებენ - როგორია დღის წესრიგი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე 27 მაისს იმსჯელებენ - ცნობილია დღის წესრიგი. საქართველოში განვითარებულ პროცესებზე მსჯელობა მინისტრების დღის წესრიგში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი მსჯელობა ივნისშიც გაგრძელდება.
საბჭოს შეხვედრები ორი დღის განმავლობაში გაიმართება და მას უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.
საქართველოს გარდა, იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში, ასევე ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე.
27 მაისს იმსჯელებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ზუსტად რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.
დასკვნაში საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
ასევე ნახეთ
- რა წერია "რუსული კანონის" შესახებ პრეზიდენტის ვეტოში
- ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს