მედიის პროტესტი - ჟურნალისტები სხდომათა დარბაზთან ლაშქარავას ფოტოებით დგანან
მედიის პროტესტი პარლამენტში - სასესიო დარბაზთან ჟურნალისტები "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დგანან. ჟურნალისტები ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ და 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ მომხდარ ძალადობას გმობენ.
მედიის წარმომადგენლები "ოცნების" დეპუტატებს ელოდებიან, რომლებსაც დარბაზში შესვლა ამ პერფორმანსის ფონზე მოუწევთ.