მანჯგალაძე "ოცნებას": ევროკომისარს აბრალებთ ტერაქტის მუქარას, ამერიკას სუვერენიტეტის ხელყოფას, კიდევ რა უნდა თქვათ ან გააკეთოთ რომ ნამდვილ რუსად იგრძნოთ თავი?
"ვის აინტერესებს ამერიკაში ვიზით წახვალთ თუ ღირსებით მექსიკიდან შეიპარებით. აქ საუბარია მართლა ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხზე და თქვენ მიერ რუსებთან ერთად წამოწყებულ ე.წ. მტრის ჩანაცვლების სპეცოპერაციაზე რომლითაც დასავლეთს აცხადებთ მტრად და რუსეთს ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტორად," - ამ სიტყვებით მიმკართასვს სტარტეგია აღმაშენებლის დეპუტატი "ოცნებას".
პაატა მანჯგალაძე "ოცნებას" გონივრული ნაბიჯების გადადგმას ურჩევს.
მართლა ვერ ხვდებით რას აკეთებთ თუ თავს ისულელებთ? ვის აინტერესებს ამერიკაში ვიზით წახვალთ თუ ღირსებით მექსიკიდან შეიპარებით. აქ საუბარია მართლა ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხზე და თქვენ მიერ რუსებთან ერთად წამოწყებულ ე.წ. მტრის ჩანაცვლების სპეცოპერაციაზე რომლითაც დასავლეთს აცხადებთ მტრად და რუსეთს ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტორად.
რა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უნდა დაიცვათ ამერიკისა და ევროკავშირისგან, როცა რეალურ მტერზე, რომელიც თბილისადნ 30 კილომეტრში დგას, სიტყვას არ ძრავთ და უფრო მეტიც, მათთან ერთად მოქმედებთ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
ეხლა წესით თქვენი ბელადი ივანიშვილი, თქვენი და ქვეყნის ბედი რომ აინტერესებდეს, ამ გეოპოლიტიკური მარცხის გამო გაერიდებოდა პოლიტიკას და ამით თქვენც და ქვეყანასაც აარიდებდა მის მიერ წამოწყებულ ავანტიურაზე პასუხისმგებლობას მაგრამ ის ამას არ გააკეთებს მანამ სანამ იქ არ დაგაბრუნებთ საიდანაც ამოგიყვანათ და ბოლომდე არ დაგაკარგინებთ ყველაფერს რაც მან მოგცათ.
უბედურება გჭირთ, ევროკომისარს აბრალებთ ტერაქტის მუქარას, ამერიკას სუვერენიტეტის ხელყოფას, თქვენ რა გგონიათ, პუტინი სხვას რას ლაპარაკობს განსხვავებულად? კიდევ რა უნდა თქვათ ან გააკეთოთ რომ ნამდვილ რუსად იგრძნოთ თავი?
დროზე მოეგეთ გონს თუ ვინმეს შეგრჩათ ჭკუა და გონება. ნუ გადააყოლებთ ივანიშვილსა და რუსების ახირებას ქვეყნის პერსპექტივას და თუნდაც თქვენს მომავალს.
დრო ჯერ კიდევ არის” - განაცხადა მანჯგალაძემ