ხმაური პარლამენტთან - საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებს არ უშვებენ
ხმაური პარლამენტთან - პოლიცია მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევს. ჟურნალისტები, რომლებსაც პარლამენტის საშვი აქვთ ადგილზე არ შეუშვეს, რასაც მცირედი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ასევე სამართალდამცავებსა და ელენე ხოშტარიას შორის. სამართალდამცავები ხოშტარიასგან გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.