"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - ნათელაშვილი დაანონსებულ სანქციებზე
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ენტონი ბლინკენის განცხაებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. საქმე ეხება ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასანქცირებას.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ახალგაზრდებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს, დიდწილად, მათი დამსახურებაა.
ნათელაშვილის თქმით, ახლა მთავარ ამოცანად, პრორუსული რეჟიმის ხელისუფლებიდან გაშვება რჩება.
ჩემო საყვარელო და სალოცავო ხალხო, აღსრულდა, რასაც გპირდებოდით. საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ 12 წლიანი ბრძოლა კრიმინალური-ოლიგარქიული პროსუსული რეჟიმის წინააღმდეგ აგვირგვინდა სანქციებით, რის შესახებაც ვაშინგტონმა რამენიმე საათის წინ გამოაცხადა.
ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება. ეს მიღწევა არ იქნებოდა ჩვენი ხალხის გარეშე, ჩვენი უბრწყინვალესი ახალგაზრდების გარეშეს, რომლებმაც აჩვენეს თავდადებისა და თავგანწირვის უპრეცედენტო მაგალითი მთელ მსოფლიოს და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე.
უდიდეს მადლობას ვუცხადებთ აშშ-ს, ამერიკელ ხალხს. დაიხსომოს ეს დღევანდელმა და მომავალმა თაობებმა. ამ რიტიკულ დროს ამერიკის მხარდაჭერამ გადაარჩინა საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ სამი ადმინისტრაციის პირობებში იბრძოლა სამ ისტორიული ჟამის დადგომისთვის. სამი პრეზიდენტი გამოვიცვალეთ: ობამა, ტრამპი და მესამე, აგერ ბაიდენი, ვინც მიიღო გადაწყვეტილება. ოთხი მოწვევის კონგრესი გამოვიცვალეთ და მიზანი მიღწეულია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! დღეს დაგვრჩა კიდევ ერთი ამაღლებული მიზანი, რომელიც დამთავრდება აუცილებელი გამარჯვებით: გავუშვათ, შევცვალოთ, მოვიცილოთ არსებული ხელისუფლება, რომელიც გადაიქცა ქართველი ხალხისა და კაცობრიობის ხორცმეტად, აღარ მინდა, ვიხმარო სიტყვა „კოშმარი“, თუმცა ორივეა, - განაცხადა ნათელაშვილმა.