Reuters: პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე იმ პირობით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე ამჟამად არსებულ ვითარებას - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ი წერს, რომ ესაუბრა 5 ადამიანს, რომლებიც მუშაობენ ან მუშაობდნენ პუტინთან ერთად მაღალ დონეზე. გამოცემის ცნობით, მეხუთე წყაროს არ გაუკეთებია კომენტარი ამჟამინდელ ფრონტზე ომის გაყინვაზე.
პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარის მოთხოვნაზე პასუხად თქვა, რომ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის თავისი მიზნების მისაღწევად და რომ ქვეყანს არ სურს "მარადიული ომი".
პუტინს შეუძლია იმდენ ხანს იბრძოლოს, რამდენ ხანსაც საჭიროა, მაგრამ პუტინი ასევე მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის - ომის გაყინვისთვის", - ამბობს გამოცემასთან ერთ-ერთი წყარო, მაღალი თანამდებობის პირი.