ორბანის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა რუსეთმა "მთელი დასავლური სამყარო" გადაყლაპოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი NATO-ს ნებისმიერ წევრს დაესხმება თავს, მისთვის ეს უსაფუძვლოა.
"რუსი სამხედროები უკრაინასთან სერიოზულ და რთულ ომს აწარმოებენ", - თქვა ორბანმა საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუს დროს.
უკრაინელების ერთბაშად დასამარცხებლად რუსები საკმარისად ძლიერები რომ იყვნენ, ამას უკვე გააკეთებდნენ", - განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, NATO-ს შესაძლებლობები გაცილებით აღემატება უკრაინისას, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა NATO-ს დაესხმება თავს:
არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთელი დასავლური სამყარო გადაყლაპოს. ამის შანსები ძალიან მცირეა", - ამბობს ორბანი.
ორბანის განცხადებით, რუსეთის საფრთხეებზე მითითებებს უკრაინის ომში დასავლეთის უფრო ღრმა ჩართულობის პრელუდიად აღიქვამს.