არც ივანიშვილისთვის და არც ივანიშვილის ირგვლივ მოკალათებული ხარბი ადამიანების დაჯგუფებას არ ადარდებს საერთაშორისო რეპუტაცია - ბუაძე

24.05.24 17:09
არც ივანიშვილისთვის და არც ივანიშვილის ირგვლივ მოკალათებული ხარბი ადამიანების დაჯგუფებას არ ადარდებს საერთაშორისო რეპუტაცია - ბუაძე

"არც ივანიშვილისთვის და არც ივანიშვილის ირგვლივ მოკალათებული ხარბი ადამიანების დაჯგუფებას არ ადარდებს საერთაშორისო რეპუტაცია, ვინაიდან რეპუტაციაზე პრეტენზიის მქონე ადამიანი არ იქნებოდა ამ სამშობლოს ღალატის თანამონაწილე", - ამის შესახებ "ლელოს" წევრი საბა ბუაძე საუბრობს.

ბუაძე ამბობს, რომ აშშ-ის სანქციები შეეხება ყველას, ვინც დასავლურ ფინანსურ სისტემაშია ჩართული.

ეს შეეხება ამ დეპუტატებს, მათ ბიზნესებს, მათი ოჯახის წევრებს და რა თქმა უნდა, ყველას, ვინც დასავლურ ფინანსურ სისტემაშია ჩართული. დღეს დასავლური სამყაროს უპირატესობა სწორედ ამაშია, რომ მათ აქვთ გავლენები, პირველ რიგში, იმ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომელშიც მათ შორის მონაწილეობს ის ხალხი, რომლებიც არის ამ სანქციების სამიზნე. არც ივანიშვილისთვის და არც ივანიშვილის ირგვლივ მოკალათებული ხარბი ადამიანების დაჯგუფებას არ ადარდებს საერთაშორისო რეპუტაცია, ვინაიდან რეპუტაციაზე პრეტენზიის მქონე ადამიანი არ იქნებოდა ამ სამშობლოს ღალატის თანამონაწილე,“ - ამბობს საბა ბუაძე.

მსგავსი სიახლეები