დოლიძე: თუკი ვინმე შეეცდება, საარჩევნო პერიოდში ქართველი ხალხის ნება არ იყოს ასახული, იმ ადამიანებზეც გავრცელდება (სანქციები)

24.05.24 17:13
დოლიძე: თუკი ვინმე შეეცდება, საარჩევნო პერიოდში ქართველი ხალხის ნება არ იყოს ასახული, იმ ადამიანებზეც გავრცელდება (სანქციები)

"საუბარია კონკრეტულ ინდივიდებზე, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აჩერებენ ევროპულ პერსპექტივას", - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე საუბრობს და აშშ-ის სანქციებს ეხმაურება.

ნინო დოლიძის თქმით, სანქციების ქვეშ მოხვდებიან ის პირებიც, ვინც ქართველი ხალხის ნების სრულყოფილად ასახვას შეუშლის ხელს არჩევნებზე.

მათ შორის ნახსენები იყო არა მხოლოდ რუსული კანონის ირგვლივ, არამედ ის ადამიანები, ვინც მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ გადაწყვეტილებებს იღებენ და ნახსენებია, რომ ეს გაგრძელდება არჩევნებამდე და არჩევნების პერიოდში, აქ უნდა ვიგულისხმოთ ისიც, რომ თუკი ვინმე შეეცდება, მათ შორის საარჩევნო პერიოდში ქართველი ხალხის ნება არ იყოს ისე ასახული, როგორც არის, იმ ადამიანებზეც გავრცელდება,“ - ამბობს ნინო დოლიძე.

მსგავსი სიახლეები