მოვუწოდებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს ჩავიდნენ საქართველოში, უშუალოდ დაუკავშირდნენ პაპუაშვილს და კობახიძეს - ინგრიდ შოუ
"მოვუწოდებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ჩავიდნენ საქართველოში, რათა უშუალოდ დაუკავშირდნენ პარლამენტის ხელმძღვანელობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს," - ამ განცხადებით მიმართა კოლეგებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ნორვეგიის პარლამენტის წევრმა და PACE - ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინგრიდ შოუმ.
როგორც ინგრიდ შოუ ამბობს, უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობა უშუალოდ უნდა შეხვდეს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს, რადგან როგორც შოუ ხსნის, რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შეაფერხებს.
ქართველი ხალხი ქუჩებში გამოვიდა და აჩვენა თავისი წინააღმდეგობა.
მოვუწოდებ, როგორც ჩვენს პრეზიდენტს, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ჩავიდნენ საქართველოში, რათა უშუალოდ დაუკავშირდნენ პარლამენტის ხელმძღვანელობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენ გვაქვს მანდატი, ჩავერთოთ, როდესაც წევრი ქვეყნები არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. საქართველომ, როგორც ყველა წევრმა ქვეყანამ, ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რომ გადავადოთ ამის უშუალოდ საქართველოს ხელმძღვანელობასთან განხილვა. კანონის მიღებამ ასევე შეიძლება, შეაფერხოს ევროკავშირში საქართველოს მომავალი წევრობის პროცესი," - განაცხადა ინგრიდ შოუმ.