"მეხუთე კოლონად ჩამოყალიბდით" - ხმაური საკრებულოში

24.05.24 17:34
"მეხუთე კოლონად ჩამოყალიბდით" - ხმაური საკრებულოში

ნახევარად ცარიელ დარბაზში მოუწია "ქართულ ოცნებას" დღეს თბილისის საკრებულოს სხდომის ჩატარება. ივანიშვილის თანამოაზრეები ოპოზიციამ საკუთარ თავთან მარტო დატოვა.

ერთადერთი, ვინც ოპოზიციიდან დღეს სხდომაზე შევიდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, რომელმაც ოპონენტებს საკუთარი სათქმელი მოკლედ უთხრა და დარბაზი დატოვა. 

„მეხუთე კოლონად ჩამოყალიბდით“ - მიმართა ლილე ლიპარტელიანმა "ოცნებას" სხდომის დატოვებამდე.

სირცხვილია, ფსკერის ფსკერია ის, რასაც თქვენ კადრულობთ. რუსული კანონი მიზნად ისახავს მოსახლეობის გახლეჩვას, ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასამარებას და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას. მმართველი პარტია მიზანმიმართულად ეწევა საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟს,“ - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.

ლილე ლიპარტელიანის თქმით, "ოცნება" ქვეყნის ღალატისთვის შესაფერისს საფასურს მიიღებს. 

კარგად ბრძანდებოდეთ, გააგრძელეთ რუსული კანონების მიღება და აღმოჩნდებით იქ, სადაც თქვენ ხართ. დასავლური სანქციები მგონი, მარტო მოგზაურობა გგონიათ, მაგრამ მიიღებთ იმ შედეგებს, რასაც იმსახურებთ ქვეყნის ღალატისთვის,“ - მიმართა ლიპარტელიანმა „ოცნებას“.

"ქართულ ოცნებას" კი კვლავ იერიში მიაქვს პარტნიორებზე და ისევ ევროკომისრის მუქარაზე საუბრობს, მაშინ, როცა ვარჰეიმ საქართველოს პრემიერი მისი ნათქვამის გაყალბებაში დაადანაშაულა.

ნახეთ პრემიერის მისამართით განხორციელებული მუქარა ევროკომისრის მხრიდან, რომელიც სცდება ყველანაირ პარტნიორულ ურთიერთობას და იძენს ძალიან მძიმე და საშიშ ხასიათს. მიუხედავად ამხელა ზეწოლისა, მიუხედავად გაუგონარი მეთოდებით ბრძოლისა, ქართული ოცნების ხელისუფლება არ აპირებს უკან დახევას,“ - ამბობს „ოცნების“ დეპუტატი.

მსგავსი სიახლეები