პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოში კანდიდატად პარლამენტს ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა

24.05.24 17:40
პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოში კანდიდატად პარლამენტს ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა.

ეკა ღაზაძე 2017-2022 წლებში გენერალური აუდიტორის მოადგილე იყო.

სებ-ის საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროცესის გამჭვირვალობისათვის შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია. კომისიამ 5 კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია, რომლებსაც ინდივიდუალურად შეხვდა და გაესაუბრა პრეზიდენტი. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები