ვახტანგ გომელაური პარლამენტში მიკროავტობუსით შევიდა

18.07.21 13:23
ვახტანგ გომელაური პარლამენტში მიკროავტობუსით შევიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში მიკროავტობუსით შეაპარეს. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მათ დაემალა. პარლამენტის შენობასთან მას სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები ელოდებოდნენ, მათ მინისტრთან კითხვები 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ჰქონდათ.საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის მოსმენა რამდენი წუთში დაიწყება. სხდომათა დარბაზში არ დაუშვეს ჟურნალისტები.