"ოცნების" შავი პარასკევი - აშშ ივანიშვილის ხელისუფლებას სანქციებს უწესებს
უკანასკნელი გაფრთხილება შეერთებული შტატებიდან "ქართული ოცნებისთვის" - რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაღლაჩინოსნის კომუნიკაცია მედიასთან. "თუ გინდათ იყო ჩვენი საზოგადოების წევრი, მაშინ მოიქეცით, როგორც იქცევიან ამ საზოგადოებიაში" - ეს არის ბოლო სათქმელი შტატებიდან. "საქართველოს ხელისუფლების ბოლო ქმედებებმა, ძალადობამ, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებამ, პოლიტიკოსების თავდასხმებმა და კანონმა გვიბიძგა, ჩვენ გადავსულიყავით მოქმედებაზე,"- თქვა ო ბრიანმა.
24 მაისი "ქართული ოცნებისთვის" კოშმარული ამბით დაიწყო. სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილის რეჟიმისთვის სავიზო სანქციების დაწესები გადაყევეტილება მიიღო. შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც. ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებამ "ოცნებას" ნამდვილი შავი პარასკევი გაუთენა. მდიდარი ჩინოვნიკების და მათი ოჯახის წევრების ამერიკული არდადდაგები გაუქმებულია, თუმცა სანქციები მხოლოდ ამერიკაში მოგზაურობის შეზღუდვით არ დასრულდება. პრაქტიკულად დასანქცირებული დეპუტატები დღეს ან კამერებს გაურბოდნენ ან კამერების წინ ჩხუბობდნენ.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.