სანქცირების უპრეცედენტო მასშტაბი - რას ითვალისწინებს "Megobari Act"-ი და ვინ მოხვდებიან შავ სიაში

24.05.24 20:30
სანქცირების უპრეცედენტო მასშტაბი - რას ითვალისწინებს "Megobari Act"-ი და ვინ მოხვდებიან შავ სიაში

 

 

სანქცირების უპრეცედენტო მასშტაბი - პროცესი დაიწყო და სანქციები ეხება არა მხოლოდ რუსული კანონის მიმღებ პირებს. სენატში ინიცირებულ ორპარტიულ  დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ შეზღუდვები დაუწესდება ყველას, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე უქმნის. იგულისხმება ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები.

ანუ დასანქცირებულთა შორის, დიდი ალბათობით, მოხვდებიან ივანიშვილიც და ღარიბაშვილიც. ფინანსური, ქონებრივი და სავიზო სანქციები შეეხება მათ და მათი ოჯახის წევრებსაც. მასშტაბური სანქციების სიაში მოექცევიან პარლამენტის თანამშრომლები, საკრებულოების წევრები, მერები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ისინი, ვინც ადამიანების ტერორში იქნებიან მხილებულები. "ქართველი ხალხის აქტი"  ითვალისწინებს მათ დასანქცირებას კორუფციული დანაშაულებების გამოც.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები