პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია

18.07.21 13:37
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ასევე ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე არცერთ კანდიდატურას არ დაუჭირა მხარი.

როგორც თავმჯდომარის, ასევე წევრების ასარჩევად პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა ხმათა ეს რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

რიგგარეშე სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასეთია: 82-მომხრე, 8-წინააღმდეგი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ჩავარდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი მხოლოდ 2-მა დეპუტატმა დაუჭირა.