"ევროკომისრები სასულეებს ლაპარაკობენ" - პუტინი კობახიძე- ვარჰეის საუბარზე კომენტარს აკეთებს

24.05.24 20:37
"ევროკომისრები სასულეებს ლაპარაკობენ" - პუტინი კობახიძე- ვარჰეის საუბარზე კომენტარს აკეთებს

„ევროკომისრები ბევრნი არიან, ისინი მუდმივად იცვლებიან და სისულელეებს ლაპარაკობენ“ - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან ალიაქსანდ ლუკაშენკასთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარს შეეხებოდა. 

„არ შემიძლია იმის კომენტირება, თუ რა თქვა რომელიღაცა ევროკომისარმა. იქ ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდამ იცვლებიან და რაღაც სისულელეებს ამბობენ. ხოლო თუ ეს ისეა, როგორც თქვენ თქვით, პოლიტიკური სისულელის გარდა ამას ვერაფერს დავარქმევ. ეს უბრალოდ განსარისხებელია. სამწუხაროდ, საშუალო რანგის ჩინოსნების უპასუხისმგებლობა, განსაკუთრებით აი ამ მიმართულებით, იზრდება, ჩვენც ხშირად გვხვდება ეს. ეს მხოლოდ მწუხარებას იწვევს", - განაცხადა პუტინმა.

23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - წერს კობახიძე საგანგებო განცხადებაში.

ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილშუ ამხილა.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ ირაკლი კობახიძეს მათი სატელეფონო საუბრის დამახინჯებაში ადანაშაულებს

ვარჰეი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი კონტექსტიდან მთლიანად ამოღებულია. ვარჰეი ამბობს, რატომ ისაუბრა კობახიძესთან სლოვაკეთის მაგალითზე.

ევროკომისარი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს კანონი.  

მსგავსი სიახლეები