საქართველოს პოლიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩადგეს ქართველი ხალხის სამსახურში - დეკანოიძე

24.05.24 20:46
საქართველოს პოლიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩადგეს ქართველი ხალხის სამსახურში - დეკანოიძე

საქართველოს პოლიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩადგეს ქართველი ხალხის სამსხურში,  - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საუბრობს, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად შსს-კენ მსვლელობით მიდის.

ოპოზიციის წევრი სამართალდამცველებს აფრთხილებს, რომ თუ ისინი უკანონო ბრძანებების შესრულებას და ადამიანების ცემას განაგრძობენ, აუცილებლად დასანქცირდებიან. 

მინდა გავაფრთხილო ყველა მაღალჩინოსანი პოლიციელი, ვინც ძალადობს ადამიანებზე, რომ ეს ადამიანები ნამდვილად სანაცქირდებიან. ჩვენ უკვე გადაცემული გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მოძალადე პოლიციელების სახელები, გვარები სპეცრაზმელების და ყველას ძალიან გასაგებად ესმის, რომ საქართველოში დემოკრატიისთვის, ევროკავშირისთვის, ნატოსთვის და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობისთვის ჩვენს ახალგაზრდებს აჯარიმებენ, სცემენ და ძალადობენ. ამიტომ, კონკრეტული სათქმელი არის ის, რომ საქართველოს პოლიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაგდეს ქართველი ხალხის სამსხურში, - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები