ჩვენს ქვეყანას არ გავარუსებინებთ! - სოფო ჯაფარიძე
ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი ამბობს, რომ სანქციები, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აშშ-მ დაუანონსა, იმ მოქალაქეების დამსახურებაა, რომლებიც ევროპულ მომავალს ქუჩაში იცავენ. ჯაფარიძე, რომელიც ამ წუთებში აქციის მონაწილეებთან ერთად მსვლელობით შსს-კენ მიემართება, ამბობს, რომ ქვეყანას არავის გაარუსებინებენ.
დღევანდელი სანქციები არის იმ ასი ათასობით ადამიანის დამსახურება, რომლებმაც დაანახა მსოფლიოს ჩვენი ასეთი უპირობო სვლა ევროპისკენ. ქართველი ხალხი არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის რუსეთისკენ სვლას, ჩვენს ქვეყანას არ გავარუსებინებთ, ჩვენს ქვეყანას არ გავხდით რუსეთის უკანა ეზოდ, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.