რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაწყვიტა მოსპოს ჟანგბადი ქვეყანაში - ქეთათო საპროტესტო აქციაზეა
რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაწყვიტა მოსპონ ჟანგბადი ამ ქვეყანაში - თბილისში მიმდინარე საპროტესტო მარშს მომღერალი ქეთათო შეუერთდა.
"გამოვედი იმიტომ, რომ მქონდეს აწმყოს და შემდეგ მომავლის უფლება" - უთხრა "პირველებს" მომღერალმა.
"სახელმწიფოებრიობას წყალი აქვს შეყენებული, ყველას ვალია, რომ აქ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ გაქცევა მოგვიწევს თუ ასე გაგრძელდე"- დასძინა მან.
ქეთათო რუსული კანონის მიმღებ ხელისუფლებას ურჩევს გონს მოეგონ და პირად ინტერესს ქვეყანას ნუ გადააყოლებენ.
მან ირაკლი ჩარკვიანის შესახებაც ისაუბრა, რომლის სიმღერებიც საპროტესტო აქციების მოანწილეებისთვის ერთგვარად გამარჯვების სიმბოლოდ აიქცა.
რაც ირაკლიმ ვერ გააკეთა, აკეთებენ ეს ახალგაზრდები. ძალიან იმედიანად ვარ განწყოვილი"- დასძინა მომღერალმა.