დაპირისპირება სხდომათა დარბაზში - გომელაურს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს

18.07.21 13:43
დაპირისპირება სხდომათა დარბაზში - გომელაურს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს

აქცია-პერფომანსი პარლამენტის სხდომათა დარბაზში - ტრიბუნასთან მისულ შს მინისტრ გომელაურს ოპოზიციის წევრებმა  ბანერები გაუშალეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ტრიბუნასთან დადგნენ.მმართველი გუნდის წევრები მომხდარის გამო ოპოზიციას დაუპირისპირდნენ. უმრავლეობის ერთერთმა წარმომადგენელმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბუკუჩავას პლაკატი წაართვა. ამის შემდეგ შს მინისტრის გარშემო საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განლაგდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.