"ემსახურეთ საქართველოს" - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები შსს-სთან არიან
"ემსახურეთ საქართველოს" - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილი შსს-სთან არიან. მომიტინგეები თავისუფლების მოედნიდან დაიძრნენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, გომელაურის უწყებასთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც შსს რუსული კანონის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ იყენებს: სასტიკი ძალადობა, დაკავება, დაჯარიმება.
ადგილზე მიიტანეს იმ ნაცემი მოქალაქეების ფოტოები, რომლებსაც სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა.