"ჩვენს კომპეტენციას სცილდება" - შსს-ის მაღალჩინოსნის პასუხი კითხვაზე, როცა ადამიანებს სცემენ, რატომ არ რეაგირებთ
როცა ადამიანებს სცემენ, რატომ არ რეაგირებთ? - ამ კითხვით საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს "პირველების" კორესპოდენტმა უწყების წინ მიმდინარე აქციაზე მიმართა.
სერგი ბზიშვილი ამბობს, პოლიციის კოპმეტენციას სცდება, ფაქტი, კომენტარი გააკეთონ იმ ძალადობის ფაქტებზე, რომელიც ხელის გულზე დევს.
"ჩვენი სამსახურის კომპეტენცია სცილდება ამ საკითხს, შეგიძლიათ, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატკომს. " - თქვა შსს-ის მაღალჩინოსნმა.