ემიგრანტები: ლევილში, წულუკიანის დაცვა ქართველ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა (ფოტოები)

24.05.24 23:32
ემიგრანტები: ლევილში, წულუკიანის დაცვა ქართველ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა (ფოტოები)

 

 

ლევილის მამულში, ქართულ ფესტივალზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დაცვა რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას "პირველებს" აქციის მონაწილეები უდასტურებენ. 

ფოტოებში, რომელიც tvpirveli.ge-მ მოიპოვა, ჩანს, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს კბილი აქვს ჩატეხილი და ხელზე დაზიანება აღენიშნება. 

მინისტრთან მყოფი პირების გაღიზიანება გამოწვია ქართველი ემიგრანტების შეძახილებმა. 

"მოღალატე" - თეა წულუკიანს მაშინ დაუძახეს, როცა ის ლევილის მამულში  ქართულ ფესტივალზე მარო მაყაშვილის შესახებ საუბრობდა.

მარო მაყაშვილისადმი მიძღვნილ სპექტაკლზე წულუკიანი, ოცნების დეპუტატ ელისო ბოლქვაძესთან ერთად ესწრებოდა. საბოლოოდ, ლევილის მამული ჩაკეტეს.