რუსეთი კობახიძეს იცავს - "ბარბაროსული დამოკიდებულება, საერთოდ რის საფუძველზე ურეკავს?!"
რუსი პოლიტიკოსები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ისევ იცავენ. რუსი სენატორი, ანდრეი კლიმოვი ირაკლი კობახიძის ნარატივს იმეორებს და ამბობს, რომ "ევროკავშირის პოლიტიკოსების მუქარა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ აღმაშფოთებელია".
ევროკომისრის მუქარა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიმართ უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც ზეწოლა თბილისზე , არამედ ევროკავშირის ბარბაროსულ დამოკიდებულებად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიკოს მკვლელობის მცდელობის მიმართ.
ეს ამბავი, როდესაც სუვერენული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სატელეფონო საუბრის დროს ცდილობს ევროკომისრის გაკიცხვას, აბსოლუტურად ველურია. მეჩვენება, რომ ევროპელმა დიპლომატმა რაღაც შეცდა. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ამიტომ საერთოდ რის საფუძველზე ურეკავს კობახიძეს“, - განაცხადა კლიმოვმა"- ამბობს კლიმოვი რუსულ გამოცემასთან.
23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.
„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - წერს კობახიძე საგანგებო განცხადებაში.
ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილშუ ამხილა.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ ირაკლი კობახიძეს მათი სატელეფონო საუბრის დამახინჯებაში ადანაშაულებს.
ვარჰეი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი კონტექსტიდან მთლიანად ამოღებულია. ვარჰეი ამბობს, რატომ ისაუბრა კობახიძესთან სლოვაკეთის მაგალითზე.
ევროკომისარი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს კანონი.