შსს-სთან „თავისუფლების მარში“ დასრულდა - აქციის მონაწილეების გეგმა ცნობილია

25.05.24 00:02
შსს-სთან „თავისუფლების მარში“ დასრულდა - აქციის მონაწილეების გეგმა ცნობილია

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „თავისუფლების მარში“ დასრულებუულია, უწყებასთან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა, გაშალეს ევროკავშირის გიგანტური დროშა.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდებს.

რა გეგმა აქვთ აქციის მონაწილეებს? 

ახალგაზრდები ხვალ, 25 მაისს, 09:00 საათზე, თსუ-ს მე-2 კორპუსთან რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს აქციით დახვდებიან. 

26 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ვაკის პარკთან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები